შინი. აჭარული

суббота, 25 августа 2012 г.

პროექტის სახელწოდება:  საბავშვო, ხელნაწერი ჟურნალი ,,ასფურცელა"
პროექტის მთავარი იდეა: საბაზო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ყოველთვიური საბავშვო, ხელნაწერი და ელექტრონული ჟურნალის გამოცემა.
პროექტის აქტუალობა: საქართველოში წიგნიერების დონე დაბალია, ამას საერთაშორისო კვლევლებიც ადასტურებენ. წიგნიერება ერთ და ორ დღეში არ ამაღლდება, მაგრამ შესაძლოა ყინულის ლღვობის ხელშეწყობა. ასევე გაიზრდება თემის ჩართულობა სასწავლო პროცესში.
პროექტის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ დამოუკიდებლად მუშაობას, აუმაღლდებათ წიგნიერების დონე, განუმტკიცდებათ კითხვისა და  წერის უნარჩევები, შესძლებს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების უკეთ შეფასებას; გამოიმუშავებენ ინფორმაციის მოპოვების და გამოყენების უნარებს. თემის ჩართულობის გაზრდა სასწავლო პროცესში.
მონაწილეთა ასაკი: 11–14წელი
ვადები–ხანგრძლივობა: 2012 წელი სეტემბერი–2013 წელი ივნისი
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ჟურნალზე მუშაობის დროს დაეუფლებიან სხვადასხვა რესურსის გამოყენებით, როგორ მოიპოვონ და გადაამუშაონ ინფორმცია.
თავად შექმნან რესურსი, პოპულარიზაცია გაუწიონ საკუთარ სოფელს.
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: სოფლის მოსახლეობა, სოფლის ბიბლიოთეკა, ისტ, ფოტოპარატი, A4 ფორმატის ფურცლები, მარკერები, კალმები.
პროექტის მსვლელობა: მასწავლებელი მოხალისეთა ჯგუფს ყოფს სამ მცირე ჯგუფად. მოსწავლეები ინაწილებენ ფუნქციებს და ადგენენ სამუშაო გრაფიკს, ასევე აყალიბებენ სამუშაო გეგმას. განსაზღვრავენ ჟურნალის პერიოდულობა და ოდენობას. სასურველია ჟურნალი გამოვიდეს ყოველთვე, თითო ნომრის ტირაჟი დაახლოებით 4–5 ცალი.
მუშა–შეხვედრების დროს გაიმართება დისკუსიები, რაც კიდევ უფრო დაეხმარება მათ კრიტიკული აზროვნებაში. სასურუველია ყოველი თვის ბოლო კვირაში მოხდეს ნამუშევრების შეჯერება და პარსკევს "გამოიცეს" ნომერი, შაბათ–კვირას იგივე ნომერი განთავსდეს ბლოგზე. მომდევნო ორშაბათს მოეწყოს მუშა თათბირი და დაიგეგმოს მომავალი ნომრის გეგმა და შინაარსი.
საგნებთან, სხვა საგნებთან და ე.ს.გ–სთან კავშირი: ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიმდიდრებენ ლექსიკას, ინფორმაციის გაგების, ანალიზის და გამოყენების უნარები.
ისტორიაში განიმტკიცებენ ისტორიულ წყაროების მოპოვების და მასზე მუშაობის უნარებს.
გეოგრაფიაში საკუთრი სოფლის, კუთხის, რეგიონის შესახებ საკმაოდ "სქელკანიან" ცნობებს  შეაგროვებენ და გამოიყენებენ
ისტ-ით შეეძლებათ საკუთარი ხელით აწყონ ჟურნალი, რაც დაეხმარება მათ შეძლონ და გამოიყენონ  ის  სასწავლო რესურსად.
პროექტის ხელ–ლი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკა ნინიძე
ელ–ფოსტა: ekaninidze@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий